გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩას დაზიანება აქვს – ტრავმის სიმძიმე ცნობილია

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის პირველ ტურში ნანტის წინააღმდეგ მონაწილეობა მხოლოდ დასკვნით 15 წუთში მიიღო, თუმცა ეს ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება იყო – ესპანელმა სპეციალისტმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა.

დღეს კი Geo Team იტყობინება, რომ ქართველ ფეხბურთელს კუნთის მცირედი დაზიანება აქვს, რის გამოც ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში ანჟერის წინააღმდეგ იუქმებს.

როგორც ირკვევა, საგანგაშო არაფერია. ხვიჩას კუნთის მცირე დაზიანება აქვს, ის ანჟერთან მატჩს თავის დაზღვევის მიზნით გამოტოვებს, ხოლო ორშაბათიდან პსჟ-სთან ერთად ვარჯიშს გააგრძელებს.

პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბში თვლიან, რომ ისედაც მწირე წინასასეზონო შეკრების ფონზე გრძელი სეზონის წინ ფეხბურთელების ჯანმრთელობის გარისკვა და გადაღლა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს, ამიტომ ხვიჩას სრულად გამოჯანმრთელების დროს და საშუალებას მისცემენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები