გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დაპირისპირების წინ – ბათუმელთა სტატისტიკა ტორპედოს წინააღმდეგ

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში დინამო ბათუმი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. შეხვედრამდე აჭარული კლუბის პრესსამსახურმა საინტერესო სტატისტიკა გაავრცელა.

ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ტორპედოსთან ყველაზე მეტი მატჩი დინამო ბათუმის მაისურით თეიმურაზ ტუღუშს აქვს ჩატარებული – 23. მას მოსდევენ მალხაზ და ივანე მახარაძეები (22-22 მატჩი), ავთანდილ ღლონტი, ამირან მუჯირი და ვლადიმერ მამუჩაშვილი (20-20 მატჩი), ასევე პაატა მაჭუტაძე (18 მატჩი).

გატანილი გოლების მხრივ, ლიდერია ბრაზილიელი ფლამარიონ ჯოვინო, რომელმაც ტორპედოს 17 შეხვედრაში რვა გოლი გაუტანა. მას შემდეგ მოდიან ტუღუში – შვიდიბგოლით (23 მატჩში) და მაჭუტაძე ექვსი გოლით (18 მატჩში).

ამჟამად დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ქუთაისის ტორპედო კი მეხუთეზე იმყოფება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი