გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სიგუას ბაზელიდან უშვებენ?! – მიზეზი ცნობილია

გააზიარეთ

გაბრიელ სიგუა 2023 წელს თბილისის დინამოდან შვეიცარიულ ბაზელს შეუერთდა, თუმცა მისი იქაური კარიერა კარგად ვერ აეწყო.

ახალგაზრდა ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბაზელში დიდი სათამაშო დროით განებივრებული არაა, ხოლო უახლესი ინფორმაციით, სულაც გაშვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ახალ სეზონში სიგუას სათამაშო დრო ნულამდეა დაყვანილი. შვეიცარიის ჩემპიონატის ოთხი ტურიდან სამში სიგუა განაცხადში იყო, ბოლო მატჩში კი იქაც ვერ მოხვდა. ეს ყველაფერი გაბრიელის წასვლის შანსებს ზრდის.

საქმე ისაა, რომ შვეიცარიის ჩემპიონატში ლეგიონერებზე კვოტაა. ბაზელი აპირებს, რომ გუნდის შემადგენლობა რამდენიმე ლეგიონერით გააძლიეროს, ამისთვის კი ამჟამად არსებული უცხოელი ფეხბურთელებიდან რამდენიმეს უნდა შეელიოს. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი მოწინავე კი სწორედ ქართველი ფეხბურთელია.

ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა რომელიმე გუნდი სიგუას შეძენით დაინტერესებული, თუმცა ერთი რამ ცხადია – ქართველის პრიორიტეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა იყოს, რომელსაც ბაზელში ნამდვილად უჩიოდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები