გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი 90-ე წუთზე ანა ბრენდსტრუპმა გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს ქალთა ნაკრები ივნისში გამართავს. 5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს – საბერძნეთს.

ირის ანტმანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„რა თქმა უნდა, წაგებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და გოლი გაგვეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვფიქრობ, მსაჯს ორ ეპიზოდში ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო.

ველით მომდევნო მატჩებს, რომლებიც საქართველოში უნდა ჩავატაროთ. დღევანდელი მარცხი ჯგუფიდან გასვლის შანსს ამცირებს, მაგრამ ორ საშინაო შეხვედრაში ექვსი ქულის აღება გვჭირდება და შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ჯგუფებში.

ფეხბურთელებით ვამაყობ – მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებელია გოლის გატანა, რაც ვერ მოვახერხეთ, და თამაშიც ამიტომ წავაგეთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები