გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრებმა ანდორას სძლია

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ირის ანტმანის გაწვრთნილმა გუნდმა გასვლით მატჩში ანდორა 2:1 დაამარცხა და დასკვნით ტურში მეორე პოზიციის დაკავების შანსი შეინარჩუნა.

შეხვედრის ანგარიში მე-12 წუთზე თინათინ ამბალიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა ხუთ წუთში გაათანაბრეს. გადამწყვეტი გოლი 28-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა გაიტანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

მატჩის მეორე ტაიმში საქართველომ რთულ ვითარებაში ითამაშა – 52-ე წუთზე გუნდი ნინო პასიკაშვილის გაძევების შემდეგ უმცირესობაში დარჩა.

მატჩის შემდეგ ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე მალტაა 12 ქულით, მეორე პოზიციას კვიპროსი იკავებს შვიდი ქულით, საქართველოს ექვსი ქულა აქვს, ხოლო ანდორა ოთხი ქულით ბოლოზეა.

დასკვნით ტურში, 3 ივნისს, საქართველოს ნაკრები შინ კვიპროსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები ჯგუფს მეორე ადგილით დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ C დივიზიონში ექვსი ჯგუფია. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული B დივიზიონში ავტომატურად გადავა, ხოლო მეორეადგილოსნებიდან ორი საუკეთესო დაწინაურებისთვის ფლეი ოფში იბრძოლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები