
უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო, სადაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩების უმეტესობა უკვე გაიმართა და რამდენიმე გუნდმა მომდევნო რაუნდში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
საწყის ეტაპზე მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო და მათმა გუნდები წარმატებით გადალახეს პირველი ბარიერი.
ყაზახეთის ჩემპიონი ალმაატის ქაირათი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები გიორგი ზარია და ლუკა გადრანი იცავენ, სლოვენიის ჩემპიონ ოლიმპია ლუბლიანას დაუპირისპირდა. სლოვენიაში გამართული მატჩი ფრე 1:1 დასრულდა, ხოლო ალმაატაში მასპინძლებმა დამაჯერებლად – 2:0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ზარიამ, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეკრებაც გამოტოვა, ჩემპიონატში თურანთან 45 წუთი ითამაშა, ხოლო ოლიმპიასთან სახლში გამართულ შეხვედრაში მოედანზე ნახევარი საათი გაატარა. ლუკა გადრანი კი 2025 წელს პირველად გამოჩნდა განაცხადში. ქაირათის მომდევნო მეტოქე ფინეთის ვიცე-ჩემპიონი კოუპიო პალოსეურა იქნება.
წარმატებული აღმოჩნდა ლატვიური რფს-ს გამოსვლაც, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ლაშა ოდიშარია გამოდის. ლატვიელებმა ესტონური ლევადია ორჯერ მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. ოდიშარიამ ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საშუალოდ 80 წუთზე მეტი ითამაშა. ოდიშარიას გუნდი მეორე ეტაპზე შვედეთის ვიცე-ჩემპიონ მალმიოს შეხვდება, ხოლო ლევადია კონფერენს ლიგაზე გადავიდა, სადაც მისი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი – იბერია 1999 იქნება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 22 და 29 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ევროპა ლიგის შეხვედრებს – 23 წლის გიორგი მოისწრაფიშვილმა ევროპის ტურნირებზე სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი სლოვაკური ტრნავას რიგებში მოქმედებდა და შვედურ ჰეკენთან საპასუხო მატჩში ულამაზესი გოლი მიითვალა. ტრნავამ პირველი შეხვედრა 0:1 წააგო, მეორე მატჩი კი 2:2 დასრულდა, რის გამოც სლოვაკური გუნდი ევროპა ლიგას გამოეთიშა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პარალელურად, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოასპარეზე რამდენიმე გუნდში ქართველი ფეხბურთელები ვიხილეთ.
ჩრდილო მაკედონიურმა რაბოტნიჩკიმ, სადაც ლუკა რობაქიძე ირიცხება, ბელარუსულ ჟოდინოს ტორპედოსთან პირველი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე 0:3 დათმო, ხოლო შინ გამართულ საპასუხო შეხვედრაშიც დამარცხდა – 0:1. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე არ გამოჩენილა.
ლიტვის ვიცე-ჩემპიონმა კაუნო ჟალგირისმა უელსში პენიბონტთან ფრე ითამაშა (1:1), ხოლო შინ უკვე 3:0 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში 4:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ ქართველები ანტონ თოლორდავა და თემურ ჩოგაძე. ჩოგაძე მეორე შეხვედრაში 82-ე წუთზე შეცვალეს.
მოლდოვური პეტროკუბი, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძე წვრთნის, მალტაში ბირკირკარასთან პირველი შეხვედრა 0:1 წააგო, თუმცა საკუთარ მოედანზე გუნდმა ძალები მოიკრიბა, მეტოქე 3:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გადავიდა.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 8 საათის agoლიპო და შავი ევროპის ჩემპიონები არიან
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოიპოვა. გუშინ, გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoსაქართველომ მეტოქედ ბაჰრეინი მოძებნა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს ითამაშებს. ერთი აქამდეც ცნობილი იყო, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 11 საათის agoორი მედალი გარანტირებულია, ველოდებით ოქროებს
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი განაღდებული აქვს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი