გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას თარიღი შეუცვალეს და ტამბედუ დაახვედრეს

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ მალმიოსთან წაგების შემდეგ, იბერია 1999-მა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

ლევან კორღალიძის გუნდის მეტოქე ესტონური ლევადია იქნება. შეიცვალა მატჩის დაწყების თარიღი და ბალტიისპირელები საბურთალოს 24-ის ნაცვლად, 23 ივლისს უმასპინძლებენ. დიდი ალბათობით, შეიცვლება საპასუხო მატჩის თარიღიც და იბერია მეტოქეს 30 ივლისს დაუხვდება.

საქმე ის არის, რომ კონფერენს ლიგაზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობს და, წილისყრით ისე მოხდა, რომ ოთხივე სტუმრად. შესაბამისად, საპასუხო მატჩები უკვე საქართველოში გაიმართება. ასეთ დროს, UEFA ითვალისწინებს მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს და თამაშები ერთმანეთს რომ არ დაემთხვეს, ხან თარიღს უცვლის, ხანაც მასპინძელს ცვლის. იბერიას შემთხვევაში შეიცვალა თარიღი.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: ლევადიას შემადგენლობაში თამაშობს გამბიელი ბუბაქარ ტამბედუ, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის დინამოში ირჯებოდა და საქართველოს სუპერთასზე იბერიას ორი გოლი გაუტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები