გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქინქლაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას

გააზიარეთ

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა აქვს. ამით ხვიჩა კახა კალაძის შემდგომ პირველი ქართველი გახდება, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებს.

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ გიორგი ქინქლაძემ კვარაცხელიას სოციალურ ქსელში წერილი გამოუქვეყნა, რომელშიც ის პსჟ-ს ვარსკვლავს ამხნევებს:

“დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არა მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.

ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ. ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა. წადი და დაამკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე”, – წერს გიორგი ქინქლაძე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები