გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილი: “როცა სპორტინგის ვარიანტი გაჩნდა, მხოლოდ ერთი რამ ვითხოვე”

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილი სულ მალე სპორტინგის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება, იქამდე კი ქართველი ფეხბურთელი სამშობლოს ეწვია და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ქოჩორაშვილი ამბობს, რომ პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერით ბედნიერია და გუნდთან ერთად უკვე ჩემპიონობაზე ფიქრობს:

“როდესაც სპორტინგის ვარიანტი გამოჩნდა, ერთადერთი რამ ვითხოვე – კიდევ ერთი სეზონით ლევანტეში დარჩენა. სპორტინგი დიდებული გუნდია, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და ზედიზედ ორჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, მე კი უკვე მესამეს მოგებაზე ვფიქრობ.

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სპორტინგი დიდ ფეხბურთელებს ზრდიდა. ნათელი მაგალითი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო. ის წლების წინ დინამოს აკადემიას ეწვია, შემდეგ კი ევრო 2024-ზე ჩვენ მისი ნაკრები დავამარცხეთ”, – განაცხადა გიორგიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები