გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისმა ფიბა ევროპის თასზე ჩეხური ბრნო დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისმა სტუმრად ჩეხური ბრნო 80:73 დაამარცხა. არადა, ორი კვირის წინ, თბილისში გამართული ამ გუნდების მატჩი ჩეხურმა კლუბმა მარტივად, 84:66 მოიგო.

მას შემდეგ ქუთაისელებმა კიდევ ორი თამაში უშანსოდ წააგეს – საბერძნეთში პერისტერისთან და ისევ თბილისში – ესპანურ ბილბაოსთან. სწორედ ამის გამო, ბრნოში ჩასული ქუთაისი უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ პირველივე პერიოდში გამოჩნდა, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი დანებებას არ აპირებდა.

რიონისპირელებმა პირველი პერიოდი სამი ქულით მოიგეს. ანალოგიურად მეორე მეოთხედიც და დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი ექვსი ქულით იგებდა.

ბოლო მატჩებში ძალიან მოუმატა და შედეგიანად ითამაშა ლუკა ალავიძემ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში. მისი შედეგიანობით ქუთაისი ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდა. ის კი არა, ქართული გუნდის უპირატესობა ბოლო პერიოდის წინ შვიდ ქულას შეადგენდა და წინ რთული 10 წუთი რჩებოდა. ეს დრო გმირულად გადააგორეს სტუმრებმა. მეტოქეს პერიმეტრი გადაუკეტეს და თავისუფლად საჯარიმოშიც არ უშვებდნენ. სამწამიანში დომინანტი გახლდათ მარქუს გილსონი, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. გამართული ტაქტიკის წყალობით ქუთაისი გამარჯვებამდე მივიდა. იმერულმა კლუბმა არც ბოლო პერიოდი დათმო, რომელიც 23:23 დასრულდა და მასთან ერთად შეხვედრაც ქუთაისელთა სასარგებლოდ დამთავრდა.

საუკეთესო შედეგი გილსონმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა ლუკა ალავიძემ მოაგროვა, 19 ქულა დაგროვდა დეტრეკ ბრაუნინგის ანგარიშზე, ტაირი ბოიკინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

ოთხი ტურის შემდეგ ქუთაისს ერთი გამარჯვება აქვს. შემდეგ მატჩს იმერული კლუბი თბილისში, 12 ნოემბერს, დაუმარცხებელ ლიდერ ბერძნულ პერისტერისთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი