გამოგვიწერეთ

ნაკრები

ღამე ისეთი მშვიდია

გააზიარეთ

ღამე ისეთი მშვიდია. ხვალ, საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი აქვს. თურქეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს შეინარჩუნებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე  ვილი სანიოლმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი უნიკალური სპორტია, რადგან ისტორიები იწერება და ხვალ  მის გუნდს ისტორიის გადეწერის შანსი ექნება.

თურქეთში საკმაოდ ბევრი ქართველია ჩამოსული და ხვალ სტადიონზე ქართული შეძახილებიც იქნება. ბევრნი ვართ სპორტული მედიის წარმომადგენლებიც. წლების წინ, რთულად პროგნოზირებადი იყო, რომ საქართველოს ნაკრების  გასვლით მატჩზე 10-მდე ჟურნალისტი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ნაკრების ამ თაობამ ეს შეძლო და  ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაიზრდა, ახლა ახალ საფეხურზე გადასვლის დროა.

თავად ქალაქზე ბევრს ვერაფერს  გეტყვით.  ერთ-ერთი პლუსი ალბათ სტამბულთან სიახლოვეა. ქალაქი წყნარი და მშვიდი. სტადიონი კი, გარეუბანში ქალაქის მთავარ ნაგავსაყრელთან ახლოს. ასე რომ, ხვალ ფეხბურთელებს და სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს  უსიამოვნო სუნიც შეაწუხებთ.  მოკლედ, ქალაქში ისეთი სიმშვიდეა,  არ იგრძნობა, რომ ხვალ ნაკრების მატჩია, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ იქნებ ეს ქარიშხალის წინ სიმშვიდეა?

 

ტატო ნიკურაძე E-tablo-სთვის იზმითიდან

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები