გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: ვეცდებით ისტორია დავწეროთ

გააზიარეთ

ხვალ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს.   ჩვენი ეროვნული გუნდი ქოჯაელის სტადიონზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს, მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ხვალ გადავწყვეტი მატჩი გვაქვს. ფეხბურთში სენსაციები არ არსებობს, ნებისმიერი  შედეგი დიდი შრომის შედეგია. გვახსოვს. გასული ზაფხული, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ვითამაშეთ, და ამჯერად სურვილი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.  თურქეთთან თბილისში გამართული შეხვედრის საწყისი წუთები ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოს ხასიათი და აგრესია ვაჩვენეთ. ხვალ, მნიშვნელოვანი იქნება.ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და ნამდვილი “მონსტრია”. ხვალ კი, ჯგუფის გადამწყვეტი და მთავარი მატჩი გვაქვს . ფეხბურთი იმითაა უნიკალური, რომ ისტორიები იწერება და ხვალ ვეცდები ისტორია დავწეროთ ”  – თქვა ვილი სანიოლმა

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების და რუმინული “კრაიოვას” ნახევარმცელი ანზორ მექვაბიშვილიც, რომელმაც იმედი გამოთხვა, რომ  სტადიონზე ბევრი ქართველი ქომაგი იქნება და მათი მუხტი გუნდს გადაედება.

“დაზუსტებით ვიცი, რომ ხვალ ბევრი ქართველი ქომაგი იქნება სტადიონზე. ასეთ მატჩებს ყოველთვის ახლავს წნეხი და ეს ჩვეულებრია, მაგრამ როდესაც პროფესიონალური ფეხბურთელი მსგავს წნეხს უნდა გაუმკლავდე. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრას  ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტია.

თურქეთი საქართველის მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 22:45 ზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები