გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ყაზაიშვილი ჩინეთის ბომბარდირობისთვის იბრძვის

გააზიარეთ

ჩინეთის სუპერლიგის დასრულებამდე ტური დარჩა და ვაკო ყაზაიშვილს შანსი აქვს იქაური ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ვაკოს 25 გოლი აქვს გატანილი და ერთით უსწრებს ანგოლელ ფაბიო აბრეუს, ხოლო ბრაზილიელ ლეოს – ოთხით.

ჩვენებურის შანდუნ ტიაშანმა დღეს ტიანჯინ ჯიმენს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა, შემდეგ ბრაზილიელმა ზეკამ შეაგდო. სხვათა შორის, ვაკომ ამ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ყაზაიშვილს მეორე ტაიმში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 11 მეტრიდან მეკარეს ვერ აჯობა. ბოლოს სტუმრებმაც გაიტანეს საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

შანდუნს 50 ქულა აქვს და მეხუთე ადგილით დაასრულებს, ბოლო თამაშს კი ვუჰანთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები