გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ყველა ვხვდებით, რაც მოხდა”, – კონტე ხვიჩას გაყიდვას გამოეხმაურა

გააზიარეთ

მიუხედავად ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვისა, ნაპოლიმ სერია ა-ს მოგება მაინც შეძლო, თუმცა ანტონიო კონტე ამ გადაწყვეტილების დიდი მხარდამჭერი არ ყოფილა, რასაც მედიასთან საუბრისასაც არ მალავდა ხოლმე.

გამონაკლისი არც დღეს აღმოჩნდა, იტალიელმა სპეციალისტმა მედიის კითხვებს უპასუხა, როცა ხვიჩას ტრანსფერსაც შეეხო:

“ვფიქრობ, ყველა ხვდება, რა მოხდა, როცა იანვარში გუნდი ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. სეზონის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც არ მიხაროდა. 

წინა ზაფხულში ფეხბურთელები სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ვიყიდეთ და ეს არ მომწონდა. ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ და ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა.

ჩვენი მიზანია, ნაპოლიმ სერია ა-ს ტიტული დაიცვას. მე გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს”, – განაცხადა კონტემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები