გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი სამხრეთ აფრიკისთვის დაირაზმა

გააზიარეთ

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა, ივნისში სამხრეთ აფრიკაში გასამართი „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მორაგბე შეარჩია.

მაისის დასაწყისში შავ ლომსა და დიდი 10-ის შორის გამართული სასელექციო მატჩის შემდეგ, ფრენჩაიზს აფრიკული ტურნესთვის ქართული კლუბებიდან რამდენიმე მოთამაშე დაემატა: გიგა კობახიძე, ბაჩუკი, ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ვანო ფუტკარაძე, ოთია გიორგაძე, მიშო ყაჩლავაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე და გიორგი ფრუიძე.

სულ სამხრეთ აფრიკაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე მიდის. ჩვენი გუნდი „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ადგილობრივ წამყვან გუნდებთან სამ თამაშს გამართავს: 5 ივნისს აირლინკ პუმასთან; 10-ში – სუზუკი გრიქასთან; 14-ში ტოიოტა ჩიტასთან. ამ გუნდების გარდა ტურნირში თამაშობენ პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის ა ნაკრები.

თამაშები ბლუმფონტეინში, ჩიტასის საშინაო არენა ტარდება, რომელიც 42 000 მაყურებელს იტევს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპი თბილისში, შემოდგომაზე გაიმართება და შავი ლომი კვლავ სამხრეთ აფრიკულ გუნდებს შეერკინება.

მეტოქეები

შავი ლომის პირველი მეტოქე აირლინკ პუმასი იქნება, რომელმაც 2025 წელს სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი „ქარი ქაფი“ მეხუთე ადგილზე დაასრულა. გუნდი 1969 წელს დაარსდა; 2022 წელს „ქარი ქაფის“ გამარჯვებული გახდა, 2023 წელს კი, მეორე ადგილი დაიკავა.

სუზუკი გრიქასი „ქარი ქაფის“ მოქმედი ჩემპიონია. 2025 წლის ჩემპიონატის ფინალში გოლდენ ლაიონსი 27:25 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

1886 წელს დაარსებული გუნდი „ქარი ქაფის“ ჩემპიონი მანამდე 1899, 1911 და 1970 წლებში გამხდარა, 2022 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.

ტოიოტა ჩიტასმა რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ გრიქასთან დამარცხდა.

ჩიტასი 1895 წელს დაარსდა და „ქარი ქაფის“ ჩემპიონი შვიდჯერ გახდა; ცხრაჯერ მეორე ადგილი დაიკავა; 15-ჯერ კი, მესამე ადგილზე გავიდა. შვიდი ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ჩიტასმა თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.

2006-17 წლებში ჩიტასი სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, მაგრამ 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი აღარ მისცა.

2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ჩიტასი შავ ლომთან ერთად „ჩელენჯ თასზე“ მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

შავი ლომის შემადგენლობა „ტოიოტა ჩელენჯზე

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, შოთა ხელაძე, კახაბერ დარბაიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ბადრი ციხისთავი; მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გურამ ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვანო ფუტკარაძე, ოთია გიორგაძე, გიორგი სინაურიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, მიშო ყაჩლავაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, მერლს პიტერსი, ბაჩანა მონიავა, რომა მახათაძე, ამირან შვანგირაძე, აკაკი ტაბუცაძე, შალვა აფციაური, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, გიორგი ფრუიძე, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად რაგბი