გამოგვიწერეთ

ნაკრები

შვიდქალა ალაფას ხორვატიაში დაიწყებს

გააზიარეთ

5-7 ივნისს, საქართველოს შვიდქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში ითამაშებს.

გიორგი მაისურაძის შეგირდები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები რუმინეთის, მოლდოვისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან; A ჯგუფში იტალია, შვეიცარია, ნორვეგია და ხორვატია მოხვდნენ; G ჯგუფში – უკრაინა, უნგრეთი, ავსტრია და ანდორა.

ჩვენმა შვიდქალამ, პირველად ისტორიაში, შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და წელს მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნებას ისახავს. რაც შეეხება მეტოქეებს, შარშან ალაფაზე ორი ეტაპის ჯამში რუმინეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა, მოლდოვა მერვე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მონტენეგრო კონფერენც დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა და ალაფაზე აღზევდა.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი, თასის 1/4-ფინალში გადის.

რაგბი ევროპის ქალთა ალაფას მეორე ეტაპი 26-28 ივნისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 13 მორაგბე, რომლებიც მაკარსკას ეტაპზე ითამაშებენ:

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები