გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შეთავაზება ინგლისიდან – ზურიკოს ახალი მსურველი ჰყავს

გააზიარეთ

მიუხედავად ბევრი მსურველისა, ახალი სეზონი ზურიკო დავითაშვილმა მაინც სენტ-ეტიენში დაიწყო და გოლის გატანაც მოასწრო, თუმცა ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ დასრულებულა, შესაბამისად ზურიკოს ტრანსფერის შანსები კვლავაც არსებობს.

ვინც ქართველი ფეხბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებას აქტიურად ადევნებს თვალს, ეცოდინება, რომ დავითაშვილს ლიგა 2-ში თამაში დიდად არ ხიბლავს და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა, თუმცა, თავის მხრივ, სენტ-ეტიენსაც არ სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება, რადგან მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა.

ფრანგული გამოცემა Le Progrès-ის ინფორმაციით, დავითაშვილს ახალი მსურველი, ვესტ ჰემი გამოუჩნდა. როგორც ირკვევა, ლონდონურ კლუბს ტრანსფერის დახურვა ფანჯრის დასრულებამდე სურს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ჯერჯერობით, ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დავითაშვილის სადმე გადაბარგება ნაკლებად მოსალოდნელია, სენტ-ეტიენს ლიგა 1-ში დაბრუნება აქვს მიზნად, რაც ზურიკოს გარეშე ძალიან გაუჭირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები