გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

შემაჯამებელი სეზონი სინერმა დახურა

გააზიარეთ

ტურინში გამართული შემაჯამებელი ტურნირი იანიკ სინერმა მოიგო. იტალიელმა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი 7:6; 7:5 დაამარცხა.

პირველ სეტში ჩოგბურთელებს საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომა არ დაუშვიათ და საქმე ტაი-ბრეკამდე მივიდა. იქ კი, სინერი ბევრად უკეთ გაისარჯა და სეტებში დაწინაურდა.

ალკარასმა სიტუაციის გამოსწორება მეორე სეტის დასაწყისშივე სცადა და მეტოქეს ჩაწოდება წაართვა, მაგრამ სიმერმა მეექვსე გეიმში დაიბრუნა, ხოლო მე-12 გეიმში სულაც გამარჯვების მომტანი ქულა მიითვალა.

სინერმა ზედიზედ მეორედ მოიგო შემაჯამებელი ტურნირი. ამასთან ისე, რომ სეტი არ წაუგია.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი