გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

შემაჯამებელი ტურნირი სენსაციების გარეშე დაიწყო

გააზიარეთ

ტურინში დაიწყო წლის შემაჯამებელი ტურნირი რეიტინგის რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის. თუმცა, მოხდა ერთი ჩანაცვლება – რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში თამაშზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად საქმეში ლორენცო მუზეტი დღეს ჩაერთო.

პირველად კორტზე პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და ავსტრალიელი დე მინაური გავიდნენ. კარლიტომ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:6 მოიგო, მეორეში კი მარტივად იმარჯვა – 6:2.

შემდეგ კორტზე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ამერიკელი ბილ შელტონი გავიდნენ. აქაც თითქმის იდენტური ანგარიში დაფიქსირდა – ზვერევმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორეში კი მეტოქეს ტაი-ბრეიკზე აჯობა – 7:6.

ლორენცო მუზეტისა და ტეილორ ფრიცის ჯახში გამარჯვება ამერიკელს დარჩა. ფრიცმა თითო სეტში თითო გეიმი წაართვა მეტოქეს და 6:3; 6:4 იმარჯვა.

კორტზე იანიკ სინერი და ფელიქს ოჟე-ალისიამიც გავიდნენ. სინერს თავიდან გაუჭირდა და კანადელი მხოლოდ გეიმის ბოლოს გატეხა – 7:5. აი, მეორეში კი, იტალიელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:1 გაანადგურა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი