გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მეფეების ტურნირის იტალიური გვირგვინი

გააზიარეთ

ექვსი მეფის ტურნირი საჩოგბურთო სამყაროში ახლადგამოჩეკილი შეჯიბრია, რომელსაც საფუძველი შარშან ჩაეყარა და მასში სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით რვა ტოპ ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ტურნირს საუდის არაბეთი მასპინძლობს და ცხადია, რომ შეიხების მიერ დაფინანსებულ ამ საჩოგბურთო ღონისძიებას არც სანახაობა აკლია და არც სოლიდური საპრიზო ფონდი.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ რიადში გამართულ შეჯიბრში ჩემპიონობა არავის დაუთმო იანიკ სინერმა, რომელმაც ფინალში ნაცნობ მეტოქეს კარლოს ალკარასს ორ სეტში – 6:2, 6:4 მოუგო. ნიშანდობლივია, რომ შარშანდელ ფინალშიც ერთმანეთის პირისპირ იტალიელი და ესპანელი ჩოგბურთელები დადგნენ და მაშინაც გამარჯვება იანიკ სინერმა იზეიმა.

რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, აქ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა, მაგრამ პირველი სეტის წაგების შემდეგ ლეგენდარულმა სერბმა მეჩოგნემ კორტი ტრავმის გამო დატოვა და შესაბამისად გამარჯვებაც ამერიკელს დარჩა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი