გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მარცხი, მაგრამ მაინც ფინალი

გააზიარეთ

ამას წინათ გამცნეთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რიო დე ჟანეიროს 125-იანი ჩელენჯერის ნახევარფინალში გახლდათ და იქ ფრანგ ალის რამთად დაპირისპირება ელოდა. სამწუხაროდ, 33 წლის გორგოძემ ფინალში გასვლა ვეღარ შეძლო და მეტოქესთან  სამ სეტიან ბრძოლაში – 2:6, 6:1, 2:6 დამარცხდა.

ამის მიუხედავად ქართველი მეჩოგნე რიოს არ ტოვებს, უფრო მეტიც ის ფინალს მაინც ითამაშებს. ნუ დაიბნევით, წყვილთა თანრიგზე მოგახსენებთ, სადაც გორგოძის და ესპანელი ბურილო ესკორიუელას დუეტი ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ნახევარფინალში მათ ავსტრალიურ-იტალიურ წყვილს – 7:5, 6:4 აჯობეს.

ფინალში ქართულ-ესპანური წყვილის მოწინააღმდეგეები ესპანელი რომერო გორმაზისა და ხორვატი ტარა ვიურტის დუეტი იქნებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ჩოგბურთი