გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ალკარასის გამორჩეული სეზონი

გააზიარეთ

დიდებული რაფაელ ნადალის მიღწევებამდე ჯერ შორი გზაა გასავლელი, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს სავსებით შესაძლებელია კარლოს ალკარასი თანამემამულე თიხის მეფეს გაუთანაბრდეს ან სულაც აჯობოს.

ეჭვგარეშეა, რომ 2025 წლის სეზონი ალკარასისთვის გამორჩეული გახლდათ. მან ორი დიდი სლემის ტიტული მოიგო და მთავარ კონკურენტს იანიკ სინერს რეიტინგში პირველობაც აწაპნა. ფენომენალური ესპანელი მეჩოგნე ATP-ის ლიდერი უკვე 43 კვირის მანძილზეა და ამ მაჩვენებლით ენდი მარის, გუსტავო კუერტენის და ილიე ნასტასეს შედეგები გააუმჯობესა.

ნიშანდობლივია, რომ კარლოს ალკარასი სამეფო სპორტის ისტორიაში მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც ოთხივე მეიჯორი მინიმუმ ორჯერ მაინც მოიგო.

კარლოს ალკარასის კოლექციაში უკვე დიდი მუზარადის ექვსი თასია, რითიც ის ისეთ არაჩვეულებრივ ჩოგბურთელებს გაუტოლდა, როგორებიც ბორის ბეკერი და სტეფან ედბეგია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ჩოგბურთი