გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკა ზვერევმა და რიბაკინამ მოიგეს

გააზიარეთ

US Open როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რუსმა მოიგო, მაგრამ ორივემ სხვა ქვეყნის სახელით.

კაცთა შორის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ფინალში ამერიკელი ბენ შელტონი 6:3; 7:6; 5:7; 6:2 დაამარცხა.

მატჩი სამი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ზვერევმა მეტოქეს პირველი და მეცხრე გეიმი წაართვა და სეტი მარტივად წაიღო; მერე სეტში ჩოგბურთელები კარგად აწვდიდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ ზვერევი ბევრად უკეთესი იყო – 7:2; მესამე სეტში ზვერევმა მატჩის ერთადერთი ჩაწოდება დათმო, რაც სეტის წაგებად დაუჯდა; თუმცა, გერმანელმა მეოთხე სეტში შეცდომები აღარ დაუშვა, მეტოქესაც ორი ჩაწოდება წაართვა და კარიერაში მეორე დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ზვერევმა როლან გაროსიც მოიგო…

ქალთა ტურნირი ელენა რიბანიკას ტიტულით დასრულდა – ყაზახმა ჩოგბურთელმა ფინალში არინა საბალენკა 6:4; 5:7; 6:2 დაამარცხა და ტიტულთან ერთად რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა.

რიბაკინას პირველი ნომრობა კი გასაკვირი სულაც არ არის. ყაზახმა საბალენკას წელს მეორე დიდი სლემის ფინალი მოუგო. პირველი ავსტრალიის ღია პირველობა იყო.

ფინალი საინტერესო და დაძაბული გამოდგა: პირველი სეტის ბედი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც რიბაკინამ ბელარუსს მეხუთე გეიმში წაართვა; მეორე სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ. საბალენკას ბრეიკის წაღების შანსი მე-10 გეიმში გაუჩნდა, ორმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ საბალენკამ მხოლოდ მე-12 გეიმში იძალა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი სრულად რიბაკინასი იყო. ყაზახმა არინას ჩაწოდებები მესამე და მეშვიდე გეიმებში წაართვა და კარიერაში მესამე დიდი სლემის ტიტულს დაეუფლა. 27 წლის ჩოგბურთელს წლევანდელი ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების გარდა, 2022 წელს უიმბლდონიც აქვს მოგებული.

ჰო, გამარჯვებულებმა დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო თანხა წაიღეს – 5,5 მილიონი დოლარი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი