გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“შემეძლო, 200 მილიონად გამეყიდა”, – დი ლაურენტისი ხვიჩასა და ოსიმენზე

გააზიარეთ

ნაპოლიმ თავისი საჩემპიონო სეზონის ორი მთავარი ვარსკვლავი, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, ჯამურად დაახლოებით 150 მილიონ ევროდ გაყიდა, თუმცა, როგორც აურელიანო დი ლაურენტისი თავად ადასტურებს, გაცილებით დიდი სარგებლის მიღება შეეძლო.

ნეაპოლელებმა კვარაცხელია პსჟ-ში 75 მილიონ ევროდ გაუშვეს, ხოლო ვიქტორ ოსიმენი სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად შეუერთდა გალათასარაის.

როგორც დი ლაურენტისი იტალიურ მედიასთან ამბობს, გასულ ზაფხულს პსჟ მათ სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა შეთავაზება დაბლოკა:

“მამუკა ჯუღელი იტყუებოდა, რომ დავპირდით ფულს, რომელიც არ გადავიხადეთ. ეს ტყუილია. შემეძლო, ხვიჩა და ოსიმენი 200 მილიონად გამეყიდა, პსჟ მათ სანაცვლოდ სწორედ ამ თანხას მთავაზობდა. 

გეგმა იყო, რომ სანაცვლოდ ვიქტორ გიოკერეში გვეყიდა”, – განაცხადა დი ლაურენტისმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები