გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

შემცვლელი თითქმის ნაყიდია – პსჟ ერთ-ერთ ლიდერს გაყიდის

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ დიდ ცვლილებებს ამზადებს. დიდი ალბათობით, პარიზულ გუნდს ჯანლუიჯი დონარუმა დატოვებს, გუნდმა კი მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო.

საქმე ისაა, რომ დონარუმა პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან დიდი პრობლემების წინაშეა – იტალიელი ფეხბურთელი პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება, რის გამოც ფრანგები მის გაყიდვას გეგმავენ.

ამასთან ერთად, პსჟ მის შემცვლელზე აქტიურად მუშაობს. მათ ლუკა შევალიესთან კონტრაქტის პირობები შეათანხმეს და ლილთან მოლაპარაკებების აქტიურ პროცესში არიან.

ლილი შევალიეს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი დაწყებულია და პროგრესირებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დონარუმას კონტრაქტი 2026-წლამდეა გათვლილი, პსჟ მის გაყიდვაზე იმუშავებს. ერთ-ერთ მთავარ მსურველად გალათასარაი ითვლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები