გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

შემცვლელი ნაპოვნია – პსჟ შესაძლოა ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს

გააზიარეთ

ამ სეზონში ტრიუმფის მიუხედავად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-სგან აქტიურობა კვლავ მოსალოდნელია. ფრანგული მედია იტყობინება, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა შესაძლოა ცენტრალური მცველის გარდა ახალი მეკარეც იყიდოს.

საქმე ისაა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა ახალი კონტრაქტის დასადებად წლიურად თითქმის 13 მილიონიან ხელფასს ითხოვს, ეს კი მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აჭიანურებს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი შესაძლოა, პსჟ იტალიელ მეკარეს შეელიოს და მის შემცვლელზე დაიწყოს მუშაობა.

როგორც ირკვევა, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა დონარუმას შემცვლელად ლილის ახალგაზრდა მეკარეს ლიუკა შევალიეს განიხილავს. 23 წლის კიპერი წელს ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

დაინტერესების შემთხვევაში, პსჟ-ს ასტონ ვილასთან მოუწევს კონკურენცია, თავის მხრივ, ლილი ლიუკას სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები