გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ და ბარსელონამ ევროლიგაში ბოლო წამებზე წააგეს

გააზიარეთ

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონა სტამბულში ეფესს ესტუმრა და 73:74. არადა, ბარსელონამ პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგო, ხოლო 52 წამით ადრე სამი ქულითაც იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულაც ვერ ჩააგდო და გამარჯვება მეტოქეს გადაულოცა.

თორნიკე შენგელიამ 13:35 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. თორნიკემ ხუთიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო კიდევ ორი სამქულიანი ააცილა.

ბარსელონა შვიდი მოგებითა და ხუთი მარცხით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, ლიონს უმასპინძლებს, რომელიც ბოლო ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი