გამოგვიწერეთ

ნაკრები

შვიდკაცა ნაკრები მერვე ადგილს დასჯერდა

გააზიარეთ

ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა. არადა, დასაწყისი ისეთი იყო, თქვენი მოწონებული.

ჩვენებმა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას (28:14), საფრანგეთსა (17:12) და ლიეტუვას (19:5) მოუგეს. აი, ფლეი ოფში კი…

მეოთედფინალში პირველი ადგილით გავედით და ფლეი ოფში კვლავ საფრანგეთს შევხვდით, რომელიც მეორე საუკეთესო მესამეადგილოსანი იყო. ამჯერად ფრანგებმა უკეთ ითამაშეს და 47:7 მოგვიგეს, რის გამოც ბრძოლა 5-8 ადგილებისთვის გავაგრძელეთ.

მეხუთე ადგილის ნახევარფინალი დიდ ბრიტანეთთან 5:12 დავთმეთ, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის გერმანიასთან 14:33 წავაგეთ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი და მეორე ეტაპიც მერვე ადგილით დავასრულეთ და ჯამშიც ამავე ადგილზე გავედით.

საქართველოს შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები