გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჩემპიონს კლასი დააკლდა

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონს შვედებთან კლასი არ ეყო. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იბერია 1999 მალმიოს დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უშანსოდ 1:3 დამარცხდა.

ლევან კორღალაძის გუნდს მთელი 90 წუთის განმავლობაში გააზრებული შეტევა არ ჰქონია და რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. არც შვედებს უჩვენებიათ რამე განსაკუთრებული, მაგრამ მშვიდად, წყნარად შეიქმნეს განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა. მალმიოს ფეხბურთელები მარტივად გადაადგილდებოდნენ იბერიელთა საჯარიმოს სიახლოვეს და ჩანდა, რომ შვედებს მომატების პერსპექტივაც ჰქონდათ.

მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მართალია, გიორგი მაკარიძემ ბურთი ცუდად მოიგერია და ბუსანელომ გაიტანა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. მალმიომ ბურთი არ მისცა მეტოქეს და თავად კიდევ ორი გაიტანა.

იბერიამ მატჩის მიწურულს მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა. გოლით თავი ანეს რუსევიჩმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, 1:3 მალმიოს სასარგებლოდ და განმეორებითი მატჩი, რომელიც შვედეთში გაიმართება, ფორმალურ ხასიათსღა ატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები