გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

მათთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია – პსჟ-ს უდიდესი დანაკლისი

გააზიარეთ

პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს, მათი მომდევნო მეტოქე კი მადრიდის რეალია, რომელიც ასევე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

მადრიდულ გუნდთან დაპირისპირებამდე ფიფამ ფრანგული გუნდის ორ მცველს, ვილიამ პაჩოსა და ლუკას ერნანდესს დისკვალიფიკაცია მისცა, რის გამოც ისინი ლუის ენრიკეს ტურნირის დასრულებამდე ვეღარ დაეხმარებიან.

საქმე ისაა, რომ ორივე მათგანი მიუნხენის ბაიერნთან მატჩიდან გააგდეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მომენტი ფიფაში განიხილეს, გადაწყდა, რომ ორივეს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი როგორც 1/2 ფინალს, ასევე ფინალს გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანაკლისი მადრიდის რეალსაც ექნება. დორტმუნდთან მატჩის ბოლო წუთებზე გააგდეს დინ ჰუისენი, თუმცა ფიფას გადაწყვეტილებით, მისი დისკვალიფიკაცია ერთ მატჩიანია და თუ ჩაბი ალონსოს შეგირდები ფინალში გავიდნენ, იქ მათ ჰუისენიც ეყოლებათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები