გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – ითამაშებს თუ ვერა ხვიჩა ბარსელონასთან

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონის დასაწყისში ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად უკვე მეორეჯერ დატოვა. თუ პირველ შემთხვევაში ქართველის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში კვარაცხელიას უქმობა აუცილებლად მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-ს მეტოქე კატალონიის ბარსელონა იქნება, სადაც ლუის ენრიკეს დანაკლისი ისედაც დიდი იყო, თუმცა მას ხვიჩას ტრავმაც დაემატა.

Geo Team-ის ინფორმაციით, კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ბარსელონასთან თამაში გამოირიცხა.

ქართველის ტრავმა არც ისე სერიოზულია, თუ აღდგენითი პროცესი კარგად წავიდა, მას მოედანზე მომავალ შაბათ-კვირას ვიხილავთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები