გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია სად გაანათხოვრა უოტფორდმა ჩიქოვანი

გააზიარეთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც ამ ზაფხულს დინამო თბილისიდან უოტფორდში გადავიდა, კარიერას დროებით ბელგიაში გააგრძელებს. 18 წლის ქართველი გარემარბი სეზონის ბოლომდე შარლერუას 23-წლამდელთა გუნდს შეუერთდა.

ბელგიური კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩიქოვანი ამჟამად ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პარალელურად ზებრა ელიტსის რიგებში ითამაშებს, რომელიც ბელგიის მესამე ლიგის მონაწილეა.

ახალ გუნდში ქართველი ტალანტის დებიუტი უკვე შედგა — 21 სექტემბერს ვირტონთან მატჩში (2:2) ის მოედანზე გამოჩნდა.

ჩიქოვანი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ცხრა შეხვედრა ჩაატარა, სადაც ერთხელ გაიტანა კიდეც. ინგლისური კლუბის ყურადღება მან დარასელიას სახელობის თასზე მიიპყრო, როდესაც დინამოს მაისურით უოტფორდის ახალგაზრდულ გუნდს გოლი გაუტანა.

რაც შეეხება შარლერუას სარეზერვო გუნდს, ხუთი ტურის შემდეგ ათი ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ზებრა ელიტსი 27 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ტუბიზ-ბრენს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები