გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – სად გაანათხოვრა უოტფორდმა ჩიქოვანი

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ახალგაზრდა გიორგი ჩიქოვანი უოტფორდმა დაიმატა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე გაანათხოვრა.

ჩიქოვანი, რომელიც ინგლისში თბილისის დინამოდან აღმოჩნდა, ამ სეზონში ბელგიური შარლერუას 23-წლამდე გუნდში გაირჯება, სადაც სათამაშო პრაქტიკის დაგროვებას ეცდება.

აღნიშნული ინფორმაცია ბელგიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა:

“შარლერუა მოხარულია გაცნობოთ, რომ  უოტფორდიდან იჯარის წესით 18 წლის ქართველი გარემარბი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაიმატა. ამ ეტაპზე ნიკოლოზი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, პერიოდულად კი 2025/26 წლების სეზონში ზებრა ელიტსში ითამაშებს.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლოზ”, – წერს შარლერუა.

შარლერუას სარეზერვო გუნდი, სადაც ჩიქოვანს ყველაზე ხშირად ვიხილავთ ხოლმე, ბელგიის მესამე დივიზიონშია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები