გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ბედოშვილის კომენტარი U21-ში დებიუტის შემდეგ

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა რუმინეთის ნაკრებთან 0:1 წააგო.

შეხვედრა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია, რომელშიც მთავარ მწვრთნელს სხვადასხვა ტაქტიკური სქემებისა და ფეხბურთელების გამოცდა სურდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ვახო ბედოშვილმა, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა:

“დებიუტი მქონდა, ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. დავმარცხდით, მაგრამ შეცდომებს პირველი მატჩისთვის გამოვასწორებთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს. რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრებს ორი ქალაქის – ჟილინასა და ტრენჩინის სტადიონებზე გამართავს. ჯგუფური ეტაპის განრიგი ასეთია:

11 ივნისი – საქართველო vs პოლონეთი

14 ივნისი – საქართველო vs საფრანგეთი

17 ივნისი – საქართველო vs პორტუგალია

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები