გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საფონოვი: “ამ გამოწვევის გადალახვაში ხვიჩა ძალიან დამეხმარა”

გააზიარეთ

მართალია, მატვეი საფონოვი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიამდე შეუერთდა, თუმცა როგორც თავად რუსი მეკარე Match TV-სთან ამბობს, ადაპტაციის გავლაში ქართველი დაეხმარა.

რუსი მეკარის თქმით, კვარაცხელია მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია გუნდში:

“რიგ მატჩებში მონაწილეობა მივიღე და ამით კმაყოფილი ვარ. მეტიც შეიძლება, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. 

ხვიჩასთან სხვებზე უკეთესი ურთიერთობა მაქვს, რადგან ენობრივი ბარიერი თითქმის არ არსებობს. მე მას ხშირად ვუგზავნი მიმებს ყაზანის რუბინთან დაკავშირებით და კვარაც თითქმის ყოველთვის მპასუხობს. ის ძალიან კომუნიკაბელური ბიჭია, რაც ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. ალბათ, ის უფრო დამეხმარა მე, ვიდრე პირიქით.

მართალია ენრიკე პრესკონფერენციებზე ესპანურად ლაპარაკობს, მაგრამ გასახდელში სიტუაცია სხვაგვარადაა – გასახდელის ძირითადი ნაწილი ფრანგულად მეტყველებს”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები