გამოგვიწერეთ

წყალბურთი

წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს

გააზიარეთ

10 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, სტარტს წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. სამწვრთნელო შტაბმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: მალტა, საფრანგეთი, მონტენეგრო, უნგრეთი;

B ჯგუფი: საქართველო, სლოვენია, საბერძნეთი, ხორვატია;

C ჯგუფი: ნიდერლანდები, ისრაელი, სერბეთი, ესპანეთი;

D ჯგუფი: თურქეთი, რუმინეთი, იტალია, სლოვაკეთი;

ფორმატის თანახმად, ჯგუფების საუკეთესო სამეულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.

ქართველი წყალბურთელები 11 იანვარს საბერძნეთთან ითამაშებენ, 13-ში –ხორვატიასთან, 15-ში – სლოვენიასთან.

წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ირაკლი რაზმაძე, საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრო ბითაძე, დუშან ვასიჩი, სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველიკო ტანკოსიჩი, სტეფან პიეშივაცი, გიორგი გვეტაძე, ანდრია ვლაოვიჩი, ლუკა ჩიქოვანი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი