გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხარატიშვილი: ტრანსფერი მამუკა ჯუღელმა მოაგვარა

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში, კარიერას ჩეხეთის პარდუბიცეში აგრძელებს.

ქართველი მეკარე, რომლის მფლობელიც ბათუმის დინამოა, ჩეხურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა. ხელშეკრულება ერთწლიან იჯარას ითვალისწინებს, თუმცა დამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარდუბიცეს შეუძლია ხარატიშვილის გამოსყიდვა და სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება.

„თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელმა და სლოვაკმა აგენტმა, კაროლ კსონტომ (რომელსაც ყველა ჩარლის ეძახის), ბოლო დღეებში მოაგვარეს. მათ სრულიად მოულოდნელად გაიგეს, რომ „პარდუბიცეს“ მეკარე სჭირდებოდა და ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა.

ბათუმის „დინამოც“ გვერდში დამიდგა – იჯარაზე თანხა არ მოუთხოვიათ და ამისთვის, ასევე ბათუმში გატარებული პერიოდისთვის, კლუბს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. იურიდიულ საკითხებში ბესო აბაშიძე დამეხმარა, მანამდე პრაქტიკულად არც ვიცნობდი, და ასეთი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – ამბობს ხარატიშვილი „ლელოსთან“.

მისივე თქმით, ყველაფერი პირდაპირ ბოლო წუთებში გადაწყდა:

„ჩეხეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 სექტემბერს იხურებოდა და საბოლოო შეთანხმება 7-ის საღამოს შედგა. ბევრი გუნდი იცნობდა ჩემს სიტუაციას, მაგრამ ყველაზე რეალური ვარიანტი „პარდუბიცე“ აღმოჩნდა, რომელიც მამუკამ და ჩარლიმ სამი დღეში დახურეს.“

ახალგაზრდა მეკარემ ფსიქოლოგიურ სირთულეზეც ისაუბრა:

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ აღარ ვთამაშობდი. ფაქტობრივად, ორი თვე გავიდა ისე, რომ არც ერთ ამხანაგურშიც კი არ შემოვსულვარ. რთული იყო მუდმივი მოლოდინი და უთამაშებლობა, მაგრამ ამან ერთგვარად ხელი კი შემიწყო – ახალი სეზონის ოფიციალურ შეხვედრაში თამაში არ დამიფიქსირდა და ტრანსფერის განხორციელებას ხელი არ შეშლია.“

ხარატიშვილი თურქეთში ჩაშლილ ტრანსფერსაც შეეხო:

ეიუპსპორთან კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც ჩაიშალა. მერე გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე აიყვანეს.

წყარო: lelo.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები