გამოგვიწერეთ

ნაკრები

ერთა ლიგის ახალი სეზონი – რა უნდა ვიცოდეთ წილისყრამდე

გააზიარეთ

ევროპის ერთა ლიგა 2026 წელს ახალი ჯგუფური ეტაპით დაბრუნდება, რომელიც არა მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულებს გამოავლენს, არამედ პირდაპირი გავლენაც ექნება ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სწორედ ერთა ლიგის შედეგებით განისაზღვრება, თუ რომელი ქვეყნები რომელ კალათებში მოხვდებიან.

როგორ ფორმირდება კალათები

პირველ კალათში მოხვდებიან A დივიზიონის გუნდები, რომლებიც ჯგუფებში პირველ სამ პოზიციას დაიკავებენ.

მეორე კალათში გადანაწილდებიან A დივიზიონის მე-4 ადგილზე გასული ნაკრებები და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები.

მესამე კალათში აღმოჩნდებიან B დივიზიონის მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული ქვეყნები და C დივიზიონის ჯგუფების ლიდერები.

მეოთხე კალათაში მოხვდებიან დანარჩენი C დივიზიონის წარმომადგენლები, ხოლო მეხუთეში – D დივიზიონის ნაკრებები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს ექნებათ დამატებითი შანსი ევრო 2028-ზე გასასვლელად – თუ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ მოიპოვებენ ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლებას, პლეი-ოფის საგზურს მაინც მიიღებენ.

საქართველოს მდგომარეობა

ჩვენი ნაკრები მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს და უკვე ცნობილია, რომ წილისყრამდე მესამე კალათშია განთესილი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ შეხვდება სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი, რომლებიც ასევე ამავე კალათში არიან.

წილისყრა და ტურნირის კალენდარი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2026 წლის იანვრის დასაწყისში გაიმართება (ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია). ჯგუფური ეტაპის მატჩები კი სექტემბერიდან ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და ექვს ტურს მოიცავს.

A დივიზიონის კალათები

პირველი  კალათი: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია.

მეორე კალათი: იტალია, ნიდერლანდები, ხორვატია, დანია.

მესამე კალათი: ბელგია, სერბეთი, ინგლისი, ნორვეგია.

მეოთხე კალათი: უელსი, საბერძნეთი, თურქეთი, ჩეხეთი.

B დივიზიონის კალათები

პირველი კალათი: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.

მეორე კალათი: შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

მესამე კალათი: საქართველო, სლოვენია, ირლანდია, რუმინეთი.

მეოთხე კალათი: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია.

C და D დივიზიონის განაწილებაც უკვე ცნობილია, მათ შორის ისეთ ნაკრებებთან ერთად, როგორებიც არიან ისლანდია, ალბანეთი, ფინეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები