გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩას ტრანსფერის გამო შესაძლოა პსჟ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ მოულოდნელად მოხდა, თუმცა ნამდვილად გაამართლა.

ფრანგული გამოცემა ლეკიპი იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა ბრედლი ბარკოლა, რომელიც ხვიჩას გადმოსვლამდე მარცხენა ფლანგის ძირითადი მოთამაშე იყო.

ფეხბურთელი თვლის, რომ მისი კარგი სეზონის ფონზე ქართველის ყიდვის საჭიროება არ იდგა, რაც ასევე მის სათამაშო დროზეც აისახა.

სწორედ ამიტომ, ბარკოლა ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, პსჟ-ს მისი შენარჩუნება სურს და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრედლის შესანარჩუნებლად.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები