გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია – ტიტულის შესანარჩუნებლად დიდი გზაა გასავლელი

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ჩვენდა გასახარად განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სტუმრად პსჟ-ს ბრწყინვალე გამარჯვება ლევერკუზენის ბაიერთან. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ფარმაცევტები 7:2 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს გერმანულ კლუბს ლამაზი გოლიც გაუტანა, რომლის შემდეგაც ანგარიში 3:1 გახდა. ქართველი ფეხბურთელი ამით არ დაკმაყოფილდა და საგოლე პასითაც გამოირჩა.

ცხადია, მატჩის შემდეგ ის კმაყოფილი ჩანდა და მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სწრაფი გოლი გავიტანეთ, რამაც მოწინააღმდეგე დააბნია. გუნდში იდეალური განწყობაა და ვიცით, რომ ნებისმიერ გუნდთან კარგად თამაში შეგვიძლია. ისიც კარგად გვესმის, რომ ტიტულის შესანარჩუნებლად ჯერ დიდი გზაა გასავლელი.

ბაიერნთან მომდევო ტურის მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები და არა სხვა გუნდებზე. რა თქმა უნდა გოლმა ძალიან გამახარა. თავიდან ცოტა შევშინდი, რადგან მეგონა, რომ ბურთი კარს ცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა“ – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლიში ყოფნის ჩათვლით ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 28-ე მატჩი ითამაშა და შვიდი გოლიც გაიტანა. მომდევნო ტურში პსჟ მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი