გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩი და სინერი ნახევარფინალში გავიდნენ

გააზიარეთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე კაცთა შორის ნახევარფინალისტები სრულად შეივსო.

დიდი სლემების რეკორდსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, სერბ ჩოგბურთელს გაუმართლა, რადგან ლორენცო მუზეტისთან 0:2-ს აგებდა, რის შემდეგ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა.

ჯოკოვიჩს ნახევარფინალშიც იტალიელი მეტოქე ეყოლება – რეიტინგის მეორე ნომერი იანიკ სინერი. აპენინელს ამერიკელი ბენ შელტონის დამარცხება არ გასჭირვებია – 6:3; 6:4; 6:4. აღსანიშნავია, რომ სინერმა ყველა სეტში თითო ბრეიკი გაახერხა, რაც სრულიად საკმარისი გამოდგა.

შედეგად, ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კარლოს ალკარასი-ალექსანდრ ზვერევი; ნოვაკ ჯოკოვიჩი-იანიკ სინერი.

ნახევარფინალები 30 იანვარს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი