გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ჯორდან ჰენდერსონი გაარისტოკრატდა

გააზიარეთ

ინგლისელი ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. 36 წლის ნახევარმცველმა ,,არისტოკრატებთან” ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა.

ლივერპულის ლეგენდა ჰენდერსონი ბოლოს ბრენტფორდის ღირსებას იცავდა. ჩელსიში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

კარიერის საუკეთესო წლები ჰენდერსონს ლივერპულში აქვს გატარებული. იგი მერსესაიდელთა გუნდში 2011-2023 წლებში თამაშობდა. ჯორდანმა გუნდის მაისურით 360 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
,,ბიტლიმანთა ქალაქის” კლუბთან ერთად კი ერთხელ უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთხელ ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა ასევე თითიჯერ უეფას სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჰერდენსონის ჯილდოების კოლექციას ერთი ინგლისის თასი, ორი ინგლისის ლიგის თასი და ერთი ინგლისის სუპერთასიც ამშვენებს.

ჰენდერსონმა კარიერა სანდერლენდში დაიწყო. მას ლივერპულისა და ბრენტფორდის გარდა აიაქსში და აქვს ნათამაშები.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები