გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჰენრიკ რიდსტრიომი – ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის იბერია 1999 შვედურ მალმიოსთან 1:3 დამარცხდა.

ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი იყო სტუმართა მთავარი მწვრთელი ჰენრიკ რიდსტრიომი, რომელმაც თავისი შეგირდები კი შეაქო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.

„მეტოქეს კარგად არ ვიცნობდით, თუმცა მქონდა ინფორმაცია, რომ იბერია 1999 ასე ვთქვათ სახლის გუნდია და შინაურ კედლებში ხშირად არ აგებს.

შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა რაღაცეების გამოსწორება გვმართებს. არის დეტალები, რომლებიც ნაკლებად მომწონს და მის აღმოსაფხვრელად უნდა ვიზრუნოთ.

მატჩის მიწურულს გოლის გაშვებამ გამაბრაზა. იმ ეპიზოდში დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, თუმცა მატჩის წინ ამ შედეგზე დაუფიქრებლად მოვაწერდი ხელს.

ეს ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. წინ განმეორებითი მატჩია და ყველაფერი იქ გაირკვევა. შინ დაცვითი თამაში და ანგარიშის შენარჩინებაზე ფიქრი არ უნდა დავიწყოთ. შემტევი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ“ – აღნიშნა მალმიოს დამრიგებელმა.

შვედეთის და საქართველოს ჩემპიონებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 15 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები