
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ივნისის ამხანაგური მატჩების სერია წარმატებით დაიწყო. ვილი სანიოლის შეგირდებმა დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრები მიიღეს და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს.
ფრანგმა სპეციალისტმა მის საყვარელ ტაქტიკურ სქემას ამჯერადაც არ უღალატა, თუმცა ამის გაკეთება ნაწილობრივ მეორე შემადგენლობით მოუხდა, რადგან ნაკრების ძირითადი ბირთვი ამ შეკრებაზე გამოძახებული არ არის და მათ დასვენების საშუალება მიეცათ, შეხვედრა მნიშვნელოვა იმითაც იყო, რომ ვეტერანი გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებდა. მეკარეს, რომელსაც ნაკრების მაისური 17 წლის მანძილზე ეცვა და დღეს 79-ე მატჩს ატარებდა გულშემატკივარი თბილად დაემშვიდობა. ცხადია, რომ ეკუთვნოდა.
პირველი ტაიმი მთლიანად საქართველოს უპირატესობით წარიმართა. ანგარიში სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიხსნა. სტუმართა მეკარემ შეცდომა დაუშვა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა ამით ისარგებლა და ნაკრების მაისურით მეორე გოლიც გაიფორმა. საგოლე გადაცემა გიორგი გულიაშვილმა მიითვალა, ვისთვისაც ეს პირველი შედეგიანი ქმედება იყო ეროვნულ გუნდში.
მატჩში ნაკრების ახალწვეულებიც ვიხილეთ. დებიუტი ჰქონდა უკრაინული კოლოსის ნახევარმცველ ნიკა გაგნიძეს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მეორე ტაიმში კი მოედანზე ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, 16 წლის საბა ხარებაშვილი გამოჩნდა.
ჯვაროსნებმა მთლიანობაში შეხვედრა მაღალ ტემპში ჩაატარა, თუმცა ფარერების მჭიდრო დაცვითი სტილი შეტევაში თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებდა და მხოლოდ კინკილა გოლს დავჯერდით. მეტოქე რომ დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის ამაზე არ ვიდავოთ, რადგან ექსპერიმენტალური შემადგელობითაც დავამარცხეთ და არც ანგარიშმა მოგვატყუოს. მიუხედავად მინიმალური სხვაობისა უპირატესობა ჩვენი იყო და დიდი სხვაობით მოგებაც ალალი იქნებოდა. სამართლიანობისთვის ისიც ავღნიშნოთ, რომ მინიმუმ ორ ეპიზოდში გიორგი ლორიამაც გადაგვარჩინა.
ბოლოს კი ისიც დავძინოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფარერები მესამედ დაამარცხა. დღევანდელისგან განსხვავებით ის ორი მატჩი ოფიციალური გახდლათ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა კუნძულელები სტუმრად 6:0 გააცამტვერეს, თბილისში კი 3:1 სძლიეს. იმ დროს ჯვაროსნებს გერმანელი კლაუს ტომპიოლერი წრთვნიდა.
საინტერესო ფაქტები:
ლუკა ლოჩოშვილმა ეროვნულ ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა. პირველი ტაილანდთან ჰქონდა.
გიორგი გულიაშვილმა ნაკრებში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ლორიამ 79 მატჩში 85 გოლი გაუშვა, 31 შეხვედრაში კი კარი “მშრალად” შეინახა.
საბა ხარებაშვილი გახდა ეროვნული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე – 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 9 საათის agoმუნდიალის ნახევარფინალური მატჩისთვის საფრანგეთისა და ესპანეთის შემადგენლობები ცნობილია
გააზიარეთმსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1/2 ფინალი...
ავტორი Giorgig -
კალათბურთი
/ 14 საათის agoმამუკელაშვილი: ლეიკერსში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ
გააზიარეთსანდრო მამუკელაშვილს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ახალი გუნდის მატჩს უკვე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 16 საათის agoგალამაზებული მალთაყვა საუკეთესო სპორტსმენებს ელოდება
გააზიარეთ1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირველ ხმაურიან ტურნირს უმასპინძლა – ევროპის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი