გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი – კვირას გასამართი მატჩის შემდეგ უკეთეს დასკვნებს გავაკეთებთ

გააზიარეთ

საქართველო-ფარერების (1:0) მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პირველი ტაიმის კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. მეორე ტაიმის უკმაყოფილო ვარ. ფეხბურთელები უფრო ემოციებმა გადაძალათ. ეს გუნდი პირველად შეიკრიბა და, ალბათ, ამის ბრალი უფრო უფრო იყო.

სექტემბრის თამაშებზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან მანამდე დიდი დროა და ყველაფერი მოხდეს. საბა ლობჟანიძეზე გეთანხმებით – მარჯვნივ მოვიაზრებ, მაგრამ ვფიქრობ, დღესაც, მარცხენა ფლანგზეც კარგად ითამაშა და გუნდში საუკეთესო იყო.

გაგნიძეს შეუძლია ბევრი ირბინოს, ამის ფიზიკური მონაცემებით აქვს. მისი პოტენციალის მჯერა და აუცილებლად გამოვიყენებთ.

მთლიანი პერფორმანსი კარგი ნამდვილად არ ყოფილა და ვერაფერს ვიტყვი ამ ეტაპზე, მაგრამ კვირის თამაში კიდევ უფრო მეტს დაგვანახებს და ამ საკითხზე შემდეგ უფრო უკეთესი დასკვნების გაკეთება შემდეგ შეგვეძლება, როდესაც უკეთესი და განსხვავებული მეტოქე გვეყოლება. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს შანსი სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრებში ისევ იყვნენ“ – თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

კვირას კი, საქართველოს ნაკრები ქუთაისში, კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები