გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოგლიჩიძე ბეტისის ინტერესშია

გააზიარეთ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ საბა გოგლიჩიძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ემპოლის დატოვებს, რადგან გუნდი სერია ბ-ში დაქვეითდა, ხოლო საბას უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ჰყავს მსურველები.

აქამდე ძირითადად სერია ა-ს გუნდებზე იწერება, მათ შორის, გრანდებზეც. იუვენტუსი, რომა და კიდევ რამდენიმე გუნდი გოგლიჩიძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა დღეს რადარზე ახალი გუნდი გამოჩნდა.

საქმე ისაა, რომ გოგლიჩიძის გადაბირებას ბეტისი ეცდება. ანდალუსიელებს ახალი სეზონისთვის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ქართველი მცველი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

როგორც ირკვევა, ბეტისი ემპოლის უკვე დაუკავშირდა და ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. სავარაუდოა, რომ ესპანელები მალევე გოგლიჩიძესაც დაუკავშირდებიან პირადი კონტრაქტის დეტალებზე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები