
ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება. 20-21 ივლისს Poti Pro-Am International Water Ski Tournament უმასპინძლებს, ხოლო 24-26 ივლისს ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
ორივე ღონისძიება International Waterski & Wakeboard Federation (IWWF) ეგიდით გაიმართება. ტურნირების ორგანიზატორები არიან საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
ჩემპიონატის მასპინძლობაში ჩართული იქნება 25-დან 35-მდე სპეციალისტი, მათ შორის საორგანიზაციო გუნდი, ტექნიკური პერსონალი, უსაფრთხოების და სამედიცინო ჯგუფები, ასევე საერთაშორისო მსაჯები.
ღონისძიებებს ექნება პირდაპირი საერთაშორისო ტრანსლაცია, რომელსაც IWWF-ის ოფიციალური მაუწყებელი კომპანია The Waterski Broadcasting Company (TWBC) უზრუნველყოფს.
შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომი (Slalom); ფიგურები (Tricks); ტრამპლინიდან ხტომა (Jump).
ტურნირებზე გამოყენებული იქნება სპეციალური პროფესიონალური კატარღები Ski Nautique 2025, რომლებსაც IWWF-ის სერტიფიცირებული მძღოლები მართავენ.
სპორტული ბაზა ოფიციალური ვარჯიშებისთვის 17 ივლისიდან გაიხსნება, სადაც მონაწილე სპორტსმენები წინასწარი ჯავშნის საფუძველზე შეძლებენ საწვრთნელი სესიების გავლას.
20-21 ივლისი პრო-ტური საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტში (Poti Pro-Am International Water Ski Tournament)
ტურნირი ოფიციალურად 20 ივლისს გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერები: ნეილი როსი, ჯეიმი ბული, ფრედი ვინტერი, დანილო ფილჩენკო, ტომას დეგასპერი, ბრანდო კარუზო.
ტურნირზე ასევე იასპარეზებს ცნობილი ქართველი სპორტსმენი გენადი გურალია, რომელიც ამჟამად წარმატებით გამოდის წამყვან ევროპულ ტურნირებზე.
ტურნირის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება 21 ივლისს გაიმართება.
24-26 ივლისი ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი (2026 IWWF Europe & Africa Open Waterski Championships)
24 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 80-დან 120-მდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო მსაჯები, ტექნიკური პერსონალი და ოფიციალური პირები. ჩემპიონატის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 26 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც მონაწილეებისთვის საზეიმო ბანკეტი მოეწყობა.
ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს. 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის 35-ე წლისთავი აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ 1991 წლის ჩემპიონატი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, საზეიმოდ გახსნა.
ქალაქის ხელსაყრელი კლიმატური პირობები, სპეციალურად მოწყობილი სპორტული ტბა და ადგილობრივი სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის ყველა აუცილებელ წინაპირობას იმისათვის, რომ ფოთმა კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს ამ მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 38 წუთი agoდინამომ მონდორფი სტანდარტებით დაამარცხა
გააზიარეთკონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო ლუქსემბურგში მონდორფს ესტუმრა და 2:1 მოუგო. თემურ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 2 საათის ago35 წლის შემდეგ – ფოთი პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს
გააზიარეთფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება. 20-21 ივლისს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 2 საათის agoდილამ მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
გააზიარეთკონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის დილამ პირველ მატჩში სან მარინოს ვირტუსს უმასპინძლა...
ავტორი Giorgig