გამოგვიწერეთ

სხვა...

თავისუფლების ორი ბრინჯაო ევროპაზე

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ჯერჯერობით, ორივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველი მედალი საქართველოს აკაკი ქემერტელიძემ (70) მოუტანა, რომელმაც რეპაშაჟში ჯერ გეორგი კოლიევი (4:0) დაამარცხა, შემდეგ ოლექსი ბორუტა (4:0);

გივი მაჭარაშვილი (97) დღეს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი რიჩარდ ვეგი დაძაბულ ბრძოლაში 5:3 დაამარცხა;

57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა რობერტ დინგაშვილს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში არიან ტიუტრითან 3:8 დამარცხდა.

26 აპრილს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ – გიორგი ელბაქიძე (74), ვლადიმერ გამყრელიძე (86) და მირიან მაისურაძე (92).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სხვა...