გამოგვიწერეთ

ძიუდო

6 მედალი, ოქროს გარეშე

გააზიარეთ

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი 6 მედლით, თუმცა ოქროს გარეშე დაასრულეს.

გიორგი ზურაბიშვილს (90 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.გიორგი ფინალში ლიეტუვას წარმომადგენელ სპორტსმენთან დამარცხდა. ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ გამეზარდაშვილმა. ბრინჯაოს მედლები კი, გიორგი მუმლაძემ (81 კგ); ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (60 კგ); საბა ბოლქვაძემ (50 კგ) და იოანე აბალაკმა (+100 კგ) მოიპოვეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო