გამოგვიწერეთ

ნაკრები

უეფამ ევრო 2028-ის საკვალფიკაციოს ფორმატი დაამტკიცა

გააზიარეთ

დღეს, ესპანენური ბასკეთის მხარე, უფრო კონკრეტულად ბილბაო და  ამ ქალაქის ერთ-ერთი მშვენება სან მამესის სტადიონი ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ლონდონის ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.

ფინალამდე ბილბაოში უეფას აღმასკომი შეიკრიბა და  2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო  ეტაპის ფორმატი დაამტკიცა. წინა საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ამჯერადაც  12 ჯგუფი ოქნება (4 ან 5 გუნდიანი). საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას  ტურნირის მასპინძელი ქვეყნებიც მიიღებენ, ოღონდ  ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი  ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან.

 

 

ევრო 2028-ზე ჯგუფების 12 გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი იასპარეზებს. ასევე, ორი გარანტირებული ადგილი შენახული იქნება ტურნირის მასპინძელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციო გზით ვერ მოხვდებიან.

 

დანარჩენი საგზურები პლეიოფზე გადანაწილდება, რომელშივ მონაწილეობას 4 უარესი მეორეადგილოსანი და  2026/27 წლების ერთა ლიგის სეზონის გამარჯვებულები( რომლებიც კლასიკური გზით საგზურს ვერ მოიპოვებენ) მიიღებენ. რამდენი საგზური გათამაშდება პლეიოფში დამოკიდებული იქნება, თუ რამდენ  გარანტირებულ საგზურს მიიღებენ მასპინძლები.

საკვალიფიკაციო ტურნირის კალენდარი 2025 წლის შემოდგომით დამტკიცდება. ტურნირის ოფიციალური ფორმატი ყველა დეტალით გამოქვეყნდება წლის ბოლოს. უეფას აღმასკომი ისევ 11 სექტემბერს ტირანაში შეიკრიბება.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები